გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

28-05-2026

„ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


მისი თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.


„როდესაც ნიკა გვარამია, ვაშაძე, ჩერგოლეიშვილი, ეს აგენტურა უდგას სათავეში ნებისმიერ პარტაქტივს, არ ვიცი რომელი დანაყოფებიდან ჰყავდათ შეკოწიწებული 2 000-3 000 კაცამდე პარტაქტივი, ყველა იდეა, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ქვეყანასთან, სამშობლოსთან, დემოკრატიასთან, წინსვლასთან, ადამიანის უფლებებთან ამორალურია ამ ადამიანებთან. ერთია ვინ უდგას ამ აქციებს სათავეში და მეორეა რა უდევს ამ აქციას საძირკველში“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930