გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას

28-05-2026

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


კირცხალიას თქმით, ძალიან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.


„გულწრფელად, ვერ ვიტყვი, რომ ეს ოპოზიციაა. არ არის ეს ოპოზიცია. ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.


საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმ აგენტურას, იმ სახეებს, იმ წარსულის მქონე ადამიანებს, რომლებმაც გუშინ აქცია ჩაატარეს.


რეალურად ვისაუბროთ რა დღეზე გვაქვს საუბარი, 26 მაისზე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ერთიანობის, ისტორიულ დღეზე. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის დაბადების დღეზე, რომელიც არის ყველასი. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სამშობლოზე შეყვარებული ყველა ადამიანისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31