გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

28-05-2026

„ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.


„რატომ ვამბობ დანაყოფს, გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს? თითოეული ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ, თითოეულის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ ყველა მათგანი არის აფილირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, მინიმუმ მეხოტბეები და მხარდამჭერები სისხლიანი არიან რეჟიმის.


ვერ შედგება ამ პარტიებიდან სხვადასხვა პარტია, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს ქვეყნის გარეთა სცენარში ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში, ყველა ქმედებაში“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930