გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

28-05-2026

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ. “ამიტომ ამოსავალი წერტილი ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს მშვიდობა, ჩვენთვის ეს არის, ძალიან მინდა რომ ეს ეგულისხმა ქალბატონ შაჰინს”, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
 
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ქართული ოპოზიცია ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დადებითი თემა საზოგადოებას და პარტაქტივს დეზინფორმაციული რაკურსით შესთავაზოს.
 
„პრიმიტიული ტყუილების ხალხია ეს და ტყუილების მანქანა ჰყავთ თავიანთი სოცმედიებით და ტელევიზიებით“, - განაცხადა კირცხალიამ. აშშ-ის კონგრესის დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს. "საქმე ეხება უკრაინას და რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობას, რათა ეს ომი ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ეს პირდაპირ კავშირშია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ეს ვლადიმერ პუტინს ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის კარტ-ბლანშს მისცემს. ეს გააძლიერებს სი ძინპინს. ეს არ არის კარგი არც ჩვენი მოკავშირეებისთვის და არც მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა შაჰინმა Fox News-თან ინტერვიუში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930