29-05-2026
„ცეცხლი ოლიგარქიას - წარმოუთქვამს ანა დოლიძეს, ერთ-ერთ ძველ და გამოცდილ აგენტს, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან მოყოლებული ატარებს საქართველოში უცხო ძალის ინტერესებს. მან შეახსენა ადგილობრივ აგენტურას, რომ ეს სლოგანი უნდა დაბრუნდეს მათ დღის წესრიგში, რასაც აგრერიგად ხშირად და მაღალი ტემბრით იმეორებდნენ მისნაირი ანტიქართველები, სახელების და გვარების მიუხედავად“,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილი საკუთარ თანამებრძოლებს მიმართავს, რომ სწორედ მათ უნდა გაიმეორონ ხშირად, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა დაემხოს და მსოფლიოს ერები დაუბრუნდნენ არსებობას და განვითარებას თავიანთ იდეოლოგიურ საწყისებზე.
„ახლა საქმე რაშია - დღეს მთელს მსოფლიოში, ყველაზე მიყრუებული სოფლის მცხოვრებმაც კი იცის, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“, იგივე მდიდარი ოჯახები განკარგავენ და მართავენ აშშ-ს, ევროპას, ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და კოლექტიური პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელობას.
დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები აწარმოებენ ომებს, არღვევენ ქვეყანათა სუვერენიტეტს, აწყობენ მიგრაციულ ტალღებს, რითაც შლიან და ანადგურებენ ერების თვითმყოფადობას, ასევე, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, რომ ადამიანს დაავიწყონ საკუთარი სქესიც კი. ასევე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოლიგარქიული ოჯახების ამ ქმედებებს აქვთ კონკრეტული მიზანი, რაც ჯერ კიდევ შორეულ 1932 წელს საკუთარ წიგნში აღწერა ოლდოს ჰაქსლიმ, როდესაც შეამზადა საზოგადოება, რომ მსოფლიოში იქნებოდა ხელოვნურად გამოწვეული კატაკლიზმები, ხოლო უბედურებას გადარჩენილი უსქესო და უსამშობლო ადამიანები ოლიგარქიული ოჯახების მოსამსახურე უსულო არსებები უნდა გამხდარიყვნენ.
ყველა კარგად ხედავს, რომ ეს პროცესი ამჟამად ყველაზე მძაფრ ფაზაშია შესული, გლობალური ომის პარტია, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ყველა ფრონტზე მძაფრად უტევს ქვეყანათა ყოფას და სუვერენიტეტს, ერების თვითმყოფადობასა და სულიერებას, გენეტიკასა და კულტურას. ამ ფონზე, როდესაც დღეს, ისე როგორც არასდროს - ყველასთვის ნათელია ვინ არის ოლიგარქი - აქაური აგენტურისგან თავიანთი პატრონებისათვის ცეცხლის წაკიდების მოწოდება შესაძლოა მათთვისვე იყოს სახიფათო, თორემ მე პირადად, როგორც ერთი მართლმადიდებელი ქართველი - სრულად ვეთანხმები მის მოწოდებას. დაე ცეცხლმა წაიღოს ოლიგარქიული მმართველობა, რომელსაც მათ შორის ჩვენი ქვეყნის გადაშენება დაუსახავს მიზნად.
ბოლოს კი, პირველ რიგში საკუთარ თავს და ჩემს თანამებრძოლებს, თითოეულ ქართველ პატრიოტს მოვუწოდებ, რომ სწორედ ჩვენ დავიწყოთ ამ სლოგანის დამკვიდრება და მოწოდება, სწორედ ჩვენ გავიმეოროთ ხშირად, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა უნდა დაემხოს და მსოფლიოს ერები დაუბრუნდნენ არსებობას და განვითარებას თავიანთ იდეოლოგიურ საწყისებზე. ასე რომ - ცეცხლი „დიფ სთეითს“, ცეცხლი არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას!“ - წერს ქართველიშვილი.
13-05-2026