გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილმა ქ.დუშანბეში, კონფერენციაში - „წყალი მდგრადი განვითარებისთვის 2018-2028“ მიიღო მონაწილეობა

30-05-2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ,  მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ მაღალი დონის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში - „წყალი მდგრადი განვითარებისთვის 2018-2028“ მიიღო მონაწილეობა.


კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო წყლის რესურსების მდგრადი მართვის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები.


სიტყვით გამოსვლისას, სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა წყლის რესურსების ეფექტიანი და პასუხისმგებლობითი მართვის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებისა და რეგიონული გამოწვევების ფონზე.


„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს 2023 წელს მიღებული „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი, რომელიც ქვეყანაში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვას ისახავს მიზნად. ამასთან, ქვეყანა აქტიურად მუშაობს საირიგაციო სისტემების მოდერნიზაციასა და წყალდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვაზე. მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ კონფერენცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ მე-6 მიზნის - „სუფთა წყალი და სანიტარია“ განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება და 2026 წლის გაეროს წყლის კონფერენციის მოსამზადებელ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031