გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას, ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

30-05-2026

ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რეგიონული შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების მოსმენა, მათი მხარდაჭერა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი როლის გაძლიერება.


მისივე შეფასებით, ცოტნე ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში.


„ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში.


რეგიონებში მსგავსი შეხვედრების გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის განვითარება მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარე პროცესებით არ განისაზღვრება. საქართველოს თითოეულ რეგიონში ცხოვრობენ ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები, რომელთა პოტენციალის სრულად ათვისება ქვეყნის წინსვლის აუცილებელი პირობაა.


ამავდროულად, რეგიონული ტურნეები უზრუნველყოფს იმას, რომ მმართველი გუნდის ხედვები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები უშუალოდ მივიდეს ახალგაზრდებამდე და მათთან ღია დიალოგის ფორმატში იქნეს განხილული. ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს.


რეგიონული შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების მოსმენა, მათი მხარდაჭერა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი როლის გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით ცოტნე ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში“, - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031