გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ თელიანში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია

31-05-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის მოსახლეობას მალე განახლებული და კომფორტული შიდა გზა ექნება.


სოფელში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია.


​მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად გაეცნენ.


მერის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უმოკლეს ვადებში დასრულდება, რაც სრულად აღმოფხვრის სოფელში არსებულ გადაადგილების პრობლემებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31