გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებსაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“, ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლ

31-05-2026

„სააკაშვილის რეჟიმის ჯალათის ბაჩანა ახალაიას ცოლი ანა ნადარეიშვილი აცხადებს, სანთლით ვეძებ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ქმარმა რამე დაუშავაო! იმ ადამიანების ჩამოთვლა რომ დავიწყო, რომლებიც ბაჩო ახალაიას ბრძანებით, ან მისი უშუალო მონაწილეობით სასტიკად სცემეს, აწამეს, გააუბედურეს და ცხოვრება დაუნგრიეს, მე დილამდე მოვუნდები წერას და მერე თქვენ - შუადღემდე წაკითხვას“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.


ჟურნალისტს მოჰყავს ამონარიდი ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან, სადაც წერია, რომ „პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება“.


„ამიტომ შემოგთავაზებთ ამონარიდს ისევ და ისევ ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის გაგა მკურნალიძის (თავადაც ცნობილი ჯალათის) ჩვენებიდან: „ე.წ. კარნტინის დაშლისას პატიმრების ცემა და შეურაცხყოფა დაინერგა მას მერე, რაც დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბაჩანა ახალაია... პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება“.


ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებსაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“, ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად და არც უნდა ეძებონ, რადგან ახალაიასა და მისნაირ ჯალათებს ანგარიში მხოლოდ კანონმა და სამართალმა უნდა გაუსწოროს“, - წერს ხუბუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031