გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიას ძალიან ბევრი რამ გაუტარა: არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს, რაც არ გაგიტარათ ხალხმა

1-06-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება.


„ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე - სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერია და ზოგი სხვაც“ წერს სააკაშვილი.


ანანიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის უცნობია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულო, მაგრამ ყველამ კარგად იცის ის, თუ რა დამართეს ზოგადად საქართველოს, რაც ქართველმა ერმა არ „გაუტარა“ მათ.


„არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა“, - წერს ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031