გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულის მუნიციპალიტეტში 200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა

1-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქართული აგროსექტორის განვითარების მიზნით, საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.


ამ დროისთვის გეგმური სამუშაოები ქვემო ქართლში ხორციელდება. მარნეულის მუნიციპალიტეტში იბერიის მაგისტრალური არხის 3.5-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების ფარგლებში, არხის კალაპოტი ნატანი მასისგან, ბალახეული საფარისგან და სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება, რაც მანამდე წყლის თავისუფალ დინებას აფერხებდა.


იბერიის მაგისტრალურ არხზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში 200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. ადგილობრივ ფერმერებსა და მიწათმოქმედებს მიეცემათ შესაძლებლობა, დროულად და საჭირო რაოდენობით მორწყონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები და პროდუქციის ხარისხი გააუმჯობესონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031