გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

1-06-2026

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქუთაისში იმერეთის რაიონის ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ლაბორატორიის სპეციალისტებმა ვეტერინარებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიის შესაძლებლობების, მიმდინარე კვლევებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების შესახებ. საუბარი შეეხო ცხოველთა დაავადებების დროული გამოვლენის მნიშვნელობასა და ვეტერინარიის სფეროში ლაბორატორიული კვლევების როლს.


მხარეებმა ვეტერინარული კლინიკების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ლაბორატორიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ინფექციური დაავადებები ფიქსირდება უფრო მეტად და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რომელი კვლევის დანერგვაა მათთვის საჭირო.


აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ვეტერინარულ სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებების დროული დიაგნოსტიკის კუთხით, ასევე, სფეროში არსებული საჭიროებების უკეთ გამოვლენისათვის, რაც ლაბორატორიული საქმიანობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930