გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: რუსეთი ან ჩინეთი კი არა, აშშ მაშინებს

1-06-2026

ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ Euronews-თან საუბარში აღნიშნა, რომ მას რუსეთი ან ჩინეთი კი არა, საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში შეერთებული შტატები უფრო აშინებს.


„რა არ დამაძინებდა ღამით, ახლა რომ კომისარი ვიყო? ზოგადად ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა. დღესაც სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ ახალ პროექტს, „დემოკრატია 27“, რომელიც მოქალაქეთა ინიციატივაა და შეავსებს იმას, რასაც უკვე აკეთებს ევროკომისია“, - აღნიშნა იუროვამ.


კითხვაზე, „იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი თუ დონალდ ტრამპი?“ პასუხისას, ყოფილმა კომისარმა აღნიშნა: „საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში, გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები მაშინებს“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930