გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

2-06-2026

„საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე“, - წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე, ევროპა საკუთარი თავის ძიებაშია. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ევროპამ ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარება უნდა დაიწყოს.


„მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა. ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის, როლისა და ადგილის ძიებაშია.


სწრაფად ცვალებადი სამყარო საჭიროებს სწრაფად ადაპტირების უნარს, ახალ ინსტრუმენტებს, აგრეთვე, ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარებას. სხვა შემთხვევაში, ახალ მსოფლიოს ევროპის ნაცვლად სხვები შექმნიან. ახალ მსოფლიოს ახალი (ან კარგად დავიწყებული ძველი) ევროპა სჭირდება,” - წერს ლევან მახაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930