გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადიგენის მუნიციპალიტეტში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო

2-06-2026

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში,  სოფელ უტყისუბანში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე   და საკემპინგე ადგილი მოეწყო.  პროექტის ძირითადი მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა. 


„სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყო ტურისტული ბილიკები და საზაფხულო მოხალისეობრივი ბანაკები, რამაც ერთობლიობაში რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“  - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა. 


 პროექტი სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის  და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ განხორციელდა, რისთვისაც 1,099,940 ევრო დაიხარჯა.  ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31