გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას

2-06-2026

პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტში ანგარიშის ზეპირი მოსმენა ივნისის ბოლოს შედგება.


„ტრადიციულად ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, ეს არის ეკონომიკის საკითხები, სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა განათლება და ა.შ. არის სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას. ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც პირადად წარვსდგები პარლამენტარების წინაშე. ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა. ველოდებით საინტერესო დისკუსიას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930