გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული

2-06-2026

აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო, სწორედ, მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი.


„მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. წინა ადმინისტრაცია პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, შეთანხმებების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024-ში. მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930