გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში

2-06-2026

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების დაწყების მნიშვნელობას ეხებოდა.


„ციფრებზეც იყო საუბარი. როგორც აღინიშნა, დღეისათვის წლიური მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში არის 133 მლნ კილოვატ/საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7, მაქსიმუმ 10 მლნ კილოვატ/საათი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა. ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31