გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი დინო პარკზე: არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს

2-06-2026

არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც "ციცინათელას" მიმდებარედ ახალი დინო პარკის გახსნას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, ამგვარი ქმედებებით ოპოზიცია საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აღწევს.


„ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930