გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
11 ივნისს ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება

2-06-2026

2026 წლის 11 ივნისს ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში (ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 51) გაიმართება ღია კარის დღე. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ლიცეუმში არსებულ გარემოს. მოსულ სტუმარს ელოდება საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა.


დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.


კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლა მიმდინარეობს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. არსებული საგანმანათლებლო პროგრამები კადეტებს სთავაზობს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აკადემიურ განათლებას, არამედ მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.


სწავლების პროცესი მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა დროის ეფექტური მართვა, ლიდერული თვისებების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ჯანსაღი კონკურენციის კულტურა და გუნდური მუშაობის უნარები.


ლიცეუმის გარემო კადეტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლობიან, დისციპლინირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებად, რომლებიც წარმატებით შეძლებენ როგორც აკადემიურ, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930