გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

3-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა გამოავლინეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში.


მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული.


ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და  დაახლოებით 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).   


ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


მიმდინარე წელს, აჭარისა და გურიის რეგიონის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამოქმედო ტერიტორიაზე 10 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


ბუნებრივი რესურსების დაცვა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არარეგისტრირებული სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. დეპარტამენტი პრაქტიკაში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებულია კანონმდებლობაც. შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031