გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან

4-06-2026

ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.


„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან, ასეთია თანამედროვე პოლიტიკა და არა მარტო თანამედროვე პოლიტიკა. ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან.


კიდევ ერთხელ ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ამას მოვუწოდებდით ყველას, მთელ საზოგადოებას, რომ პრაგმატულად შეეხედათ მოვლენებისთვის და დღევანდელი პროცესები აჩვენებს იმას, რომ პრაგმატულ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930