გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში 4 ახალგაზრდა დაჭრეს

14-12-2018

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ინციდენტის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ კლუბთან გვიან ღამით მოხდა.


არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სტუმრებს შორის ჯერ კლუბში დაიწყო, შემდეგ კი გარეთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი. დაშავებულებიდან სამი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, 2–ს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

ერთი ახალგაზრდა კი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, რომელსაც ასევე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც.


rustavi2.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930