გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინგა ფხალაძემ UNESCAP-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები განიხილა

4-06-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ჰონგპენგ ლიუს შეხვდა. მხარეებმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები, საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.


შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობასა და სუფთა ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში საერთაშორისო პარტნიორობის როლზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე ენერგეტიკის სექტორში.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარგალიტა არაბიძე და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031