გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შაკო ჩაჩანიძე: დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა კომენტარებს წერენ ნაცები - ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ

4-06-2026

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ოპოზიციის მომხრეების კომენატრების ე.წ სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას და კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხება.


კომენტარებში მკაცრად აკრიტიკებენ მშობლებს და „გამყიდველებს, სამარცხვინოებს და მთავრობასთან გარიგებულებს“ უწოდებენ.


ჩაჩანიძის თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ.


„ხელისუფლებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ. და აი ამ ნიუსზე, უბრალოდ ნახეთ, რა კომენტარებს წერენ ნაცები. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ“, - წერს ჩაჩანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930