გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

5-06-2026

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ თვალივში, სახელმწიფო ტყეში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა -  ჟურნალისტებმა, მომღერლებმა და სპორტსმენებმა  მიიღეს.


გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა და ეძღვნება წლის განმავლობაში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხს.  2026 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია -   ბუნებით შთაგონებული კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის.  გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით  იმართება.  ღონისძიების მიზანი საზოგადოების გარემოსდცავითი ცნობიერების ამაღლებაა. 


გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) -    პროექტის გახსნითი ღონისძიება  და პროექტ  „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში,    საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოვებაც გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930