გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: რომ შევხედოთ უკრაინას და ირანს, ჩვენ, დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ - ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია

5-06-2026

ჩემი გამოცდილება სწორედ იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც არიან ომში. ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ახლა, თვითონ არის ომში. მინდა არ დაგეთანხმოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან და რომ გაიჭყლიტებიან - სინამდვილეში, პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.


მისი თქმით, დასავლეთი, ანუ აშშ აგებს როგორც უკრაინის, ისე ირანის ომს და ამ ფონზე, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარიც კი ზედმეტია.


„არ მგონია, რომ ისინი იძულებული და ვალდებული არიან, რომ აირჩიონ ერთი ან მეორე მხარე. გაეროს გენერალურ ასამბლეაში, სახელმწიფოების 50 პროცენტზე მეტი, ანუ, ნახევარზე მეტი, სწორედ პატარა ან საშუალო სახელმწიფოებია.


ჩვენ ვხედავთ და ვეთანხმები იმას, რომ მრავალპოლუსიანი სამყარო ძლიერდება, ვითარდება.


რომ შევხედოთ ამ ორ ომს: უკრაინას და ირანს, ჩვენ, ანუ დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ. ანუ, ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, მის შესაძლებლობებსა და ძალაზე. ევროკავშირს რომ შეხედოთ, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც არის ევროკავშირში და ევროპის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930