გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის - მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ

5-06-2026

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს და რიგით მე-9 შეხვედრას რაჭაში, ამბროლაურში მართავს. შეხვედრა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.

 

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ახალგაზრდების ხედვები და სამომავლო გეგმები საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.

 

მისივე თქმით, ახალგაზრდების მოთხოვნებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

 

"მათი ხედვები და სამომავლო გეგმები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. იცით, რომ დღეს რაჭაში შევხედრა გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობას, ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მოთხოვნები, სურვილები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ," - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031