გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა

6-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო პროდუქციით ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.


დავით სონღულაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა თურქეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის დაშვების გადაწყვეტილებისთვის და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობაა ქართველი მეფუტკრეებისთვის, გაზარდონ საკუთრი პროდუქციის ექსპორტი, ხოლო თურქეთის მხარეს ხარისხიანი და გამორჩეული საგემოვნო თვისებების თაფლზე ჰქონდეს წვდომა.


დავით სონღულაშვილმა თურქ კოლეგასთან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცის და ხორცპროდუქტების როგორც თურქეთში ექსპორტის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესაძლებლობების საკითხი განიხილა. საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის თემასაც. დავით სონღულაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა გასულ წელს აღნიშნული მიმართულებით დახმარებისთვის.


იბრაჰიმ იუმაკლიმ აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930