გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი, ახლა ცალსახად უფრო მეტია, მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო

6-06-2026

წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „იუთუბ“ არხზე - „სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებსა და ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა ეკა ბესელიას, შალვა შავგულიძესა და რამდენიმე ადვოკატს.


კითხვაზე, რამდენად შეიცვალა სტატისტიკა, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენი ახლა უფრო მეტია.


„ახლა უფრო მეტია, ცალსახად უფრო მეტია გამამართლებელი განაჩენი. მაშინ გამამართლებელი განაჩენი რა იყო, იცი? - ფილმებში რომ გვაქვს, გლადიატორი რომ შეხვალ და ან გამოხვალ ცოცხალი... მე ორჯერ დაკავებას მიპირებდნენ იმ საქმეზე რომელიც გამამართლებელი განაჩენია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031