გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს

8-06-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც  45 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.


ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 5 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 4 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 18 - ქვემო ქართლის,  1 - მცხეთა-მთიანეთის, 7 - გურიის, 4 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 1 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.


აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან 2  ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით,  გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტების პარალელურად, გამოვლენილია  სახელმწიფო ტყის  თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, აქედან, 8 შიდა ქართლის, 2 კახეთის და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონებში.


2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  319 ფაქტი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930