გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: მოვუწოდებ ყველას, ვინც გააცნობიერა სად იყვნენ 4 ოქტომბერს და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

8-06-2026

„მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


როგორც კირცხალიამ აღნიშნა, აქტივისტების უმეტესობა, რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.


„ადამიანებს, რომლებიც ბევრ აქტივისტსა და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც სახეზე გვაქვს, კარგად ვხედავდით უკანახაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში. მაგრამ, ასევე, ვხედავთ, რომ გამართულ სახელმწიფოში დესტრუქციისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი პასუხისმგებლობაში არის მიცემული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.


4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 დაკავებულს გაუფორმდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031