გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება

9-06-2026

მედიის თავისუფლებაზე რიცა ვსაუბრობთ, მოლდოვაში დახურეს 12 ტელევიზია, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. საქართველოში არის მედიაპლურალიზმი, ტელევიზიები აშუქებენ რასაც უნდათ, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა დებატები წამყვან ტელევიზიებში.


„მოლდოვას და უკრაინას არ გეუბნებით, ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას. ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, ამდენად გახსნილია მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც საერთოდ აღარ არის მედიაპლურალიზმი? ამას ვედრებით? მე ფაქტებით გესაუბრებით და თქვენ ზეპირად მესაუბრებით. PACE-ს, OGP-ს, სოციალისტურ პარტიას და OECD-ს რაც შეეხება, ყველაფერზე არგუმენტები გვაქვს, რადგან ოთხივე სუბიექტი პირდაპირ გამოიყენებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზოგადად და აბსტრაქციებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930