გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ჯარიმების შემსუბუქებაზე: ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის, ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი

9-06-2026

უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას, - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


მისივე შეფასებით, ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, აღიარებს პრობლემებს და დგამს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად.


„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმ ოპერატიული რეაგირების გამო, რომელიც ჩვენს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა.


უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის.


ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი. ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, აღიარებს პრობლემებს და დგამს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ეს ინიციატივა უმოკლეს ვადებში იქცეს რეალურ შეღავათად ჩვენი მოსახლეობისთვის“, - წერს ქადაგიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930