გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

9-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ორმხრივ და რეგიონულ სატრანსპორტო მარშრუტებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომლის წყალობით ქვეყანა თურქმენეთისა და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებისთვის ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო კვანძია.


მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში პარტნიორობის გააქტიურების პერსპექტივები.


შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930