გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჟინვალის წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

10-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.


მოქალაქე ჟინვალის წყალსაცავზე ძრავიანი ნავიდან თევზჭერას აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადისა და თევზმახის - ე.წ. გოდორის გამოყენებით ახდენდა.


სახლართი ბადის გამოყენება სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით - სამას ოციდან ოთხას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ორიდან ოთხ წლამდე.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031