გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა, შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს

10-06-2026

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან ვადამდელ არჩევნებს ბუტაფორია უწოდა. გვარამიას თქმით, შესაძლოა სააკაშვილი რევოლუციაზე საუბრობდეს.


„იმ დღეს მოვისმინე, რომ 2028-ში არჩევნებია და ახლა ძალიან ჯანსაღია ეს პროცესები, რომ ოთხიანი და ხუთიანი ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიმიჯნოს. რა 2028-ის არჩევნები, რა დროს გამიჯვნაა თან ისტერიული გინების მეშვეობით. სააკაშვილი წერს თავისი ციხის საკნიდან, რომ არჩევნები საერთოდ ბუტაფორია და 2028-ის კი არა, ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა და შეიძლება საერთოდაც არ ცდებოდეს ამ ყველაფერში და რევოლუციაზე ლაპარაკობს ძირითადში. მისი პარტია ჩვენზე თავდასხმას ამართლებს იმით, რომ ორ წელიწადში არჩევნებია და ახლა გამიჯვნა არის სასარგებლო პროცესი და რა კარგია, რომ ამას ვაკეთებთ. ახლა ეს როგორ ხდება ერთობლივად მართლა მაინტერესებს“, - განაცხადა გვარამიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930