გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა

10-06-2026

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში.


„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.


შარშან საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930