გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს, მადლობა ამისათვის ჩინე

10-06-2026

როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


„ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასევე ხაზი მინდა გავუსვა ჩინეთის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე მსოფლიოში. მარტივად რომ გადახედოთ გასული ნახევარი საუკუნის ისტორიას, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო თანამედროვე მსოფლიოში. ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და ამ კუთხითაც, ღირებულებითი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაფართოება. ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ იმას, რაც უკვე ვთქვი, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან თვალშისაცემი და დასაფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი უთანასწორობაა ზომებს შორის, რომ ავიღოთ ჩინეთი თავისი ტერიტორიით და მოსახლეობით და შევადაროთ საქართველოს და ასევე რომ ავიღოთ ჩინეთი თავისი ეკონომიკის მოცულობით, დაახლოებით, 20 ტრილიონი დოლარია დღეს ჩინეთის ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის 38 მლრდ დოლარი, რამხელა სხვაობაზეა საუბარი თავადაც ხედავთ. ასეთ პირობებში, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930