გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი“ გამოიყენა, ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს

10-06-2026

პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტყვა გროსმაისტერი გამოიყენა.


ანა მიროტაძე ფიქრობს, რომ გროსმაისტერი რუსული სიტყვაა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერმა მეტი სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა.


„რამდენიმე გზავნილი იყო, რომელიც მე ამოვიკითხე. პირველი, როგორც ჩანს, საკმარისად არ ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა თავისი როლი არ იყო ეტყობა წარმოჩენილი ამ გუნდის მიერ და კობახიძეს უთხრა, რომ ხაზი გაესვა მისთვის და ეტყობა მეტი სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა, რუსული სიტყვა რომ არ გამოეყენებინა, ქართულიც ბევრი გვაქვს შესაბამისი, მაგრამ არა უშავს და გამოიყენა ის ფრაზა [გროსმაისტერი], რაც გამოიყენა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მფლობელიც, მათი მეფეც და ყველაფერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მიროტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930