გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

11-06-2026

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.


მისი შეფასებით, ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია აღიზიანებთ, რადგან ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.


„მუდმივი გამოწვევაა ის თავდასხმები, რომლებიც მოდიოდა ჩვენთან ღიად, მკაფიოდ და აგრესიულად აშშ-ის წინა ადმინისტრაციიდან და რომელიც მოდის განსაკუთრებით 2024 წლიდან. ბატონ ბიძინა ივანიშვილზე განსაკუთრებით მუდმივად იყო მათი მხრიდან თავდასხმის მცდელობები. გახსოვთ, ალბათ, უკრაინა-რუსეთის ომი სანამ დაიწყებოდა, თუ როგორი თავდასხმები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, სწორედ მაშინ გათვალა ბატონმა ბიძინამ, თუ როგორ განვითარდებოდა გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ პატიობენ საკუთარ თავს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ვერ ერევიან სიმართლეს. ვერ ერევიან ქვეყნის უანგარო სიყვარულს. აგენტს როგორ შეუძლია, წარმოიდგინოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება, ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930