გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის, ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობები ევროპულ მომავალს მართმევს

11-06-2026

„22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.


ის ხაზს უსვამს ჩინეთის შესაძლებლობებზე და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ინგლისში ჩინური უნივერსიტეტის აფილაციით, დაფინანსებით და ცოდნით მიდის, როცა აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის, ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობები ევროპულ მომავალს ართმევს.


„სტატია დავწერე იმ თეორიული ცოდნის შედეგად, რომელიც მივიღე ბოლო ცხრა თვეში ჰონკონგში, ისევე როგორც იმ სიმპოზიუმებზე და კონფერენციებზე, რასაც დავესწარი ჩინეთის მსოფლიო კლასის უნივერსიტეტებში მაგალითად პეკინის და ფუდანის.


აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში, და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. პაკისტანს საერთოდ პირველი ასტრონავტები ჰყავს ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაში, გზის და სარტყლის ქვეყნები განსაკუთრებით პრიორიტეტულია.


ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობები ევროპულ მომავალს მართმევს. პირდაპირი მნიშვნელობით ინგლისში ჩინური უნივერსიტეტის აფილაციით, დაფინანსებით და ცოდნით მივდივარ“, - წერს დობორჯგინიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930