გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება

11-06-2026

სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებს.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მომსახურების ახალი ცენტრი მელაანის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ნანიანის, დარჩიეთის, ქოდალოს, არაშენდისა და ჯიმითის მოსახლეობას საირიგაციო მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. მომხმარებლებს შეეძლებათ წყალსარგებლობის განრიგის ადგილზე შეთანხმება.


კომპანიის თანამშრომლები  მოსახლეობასა და ფერმერებს  დაეხმარებიან განცხადებების შევსებასა და საჭირო პროცედურების გავლაში; აქამდე, ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის სხვა მუნიციპალიტეტში  უწევდა მისვლა.


ახალი ცენტრი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და წყალმომხმარებელთა  ინფორმირებულობის ამაღლებაა. აღინიშნა, რომ მომსახურების ცენტრი ადილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საჭირო სერვისები სწრაფად და კომფორტულად მიიღოს, რაც ფერმერებთან და წყალმომხმარებლებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.


მიმდინარე წელს კიდევ 2 ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნება დმანისისა და წნორის მუნიციპალიტეტებში. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ცენტრების დამატების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930