გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

11-06-2026

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით გაიმართა.


სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და დეგუსტაციას  60-მდე მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.


დეგუსტაციას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა.


აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.


ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com” კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930