გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: როგორ იქცევა სტარმერის ფსევდოდემოკრატიული მთავრობა, როცა ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არეულობები უნდა ჩაახშოს? სოცმედია უნდა შეზღუდოს! აბა რაა, მასკიც ხომ „პრორუსულია“

11-06-2026

„ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა ბელფასტში მომხდარი თავდასხმისა და შემდგომი არეულობების ფონზე სოციალური მედიის უფრო მკაცრი რეგულირებისკენ მიდის, რასაც კრიტიკოსები ცენზურის გაფართოებად აფასებენ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ცვლილებები ეხება, მათ შორის, X-ს. გეგმის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს, Ofcom-ს, მეტი ძალაუფლება ექნება. კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები გლობალური შემოსავლის 10%-მდე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ზომებიც კი იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, ასევე განიხილება „კრიზისული რეაგირების ჯგუფების“ შექმნა სოციალურ ქსელებში და პირდაპირი საკომუნიკაციო არხების არსებობა პოლიციასთან.


„როგორ იქცევა სტარმერის ფსევდოდემოკრატიული მთავრობა, როცა ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არეულობები უნდა ჩაახშოს? სოცმედია უნდა შეზღუდოს! აბა რაა, მასკიც ხომ „პრორუსულია“. ამაზე გორბაჩოვის ეპოქაში დაწინაურებული ევროკრატები წამითაც კი არ „შეშფოთდებიან“. საქართველო კი, თურმე „უკუსვლაშია“ ევროფარისევლების გამრუდებულ სამყაროში. ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა ბელფასტში მომხდარი თავდასხმისა და შემდგომი არეულობების ფონზე სოციალური მედიის უფრო მკაცრი რეგულირებისკენ მიდის, რასაც კრიტიკოსები ცენზურის გაფართოებად აფასებენ.


ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტს წარედგინება ცვლილებები, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმებს ავალდებულებს უფრო სწრაფად წაშალონ პოსტები, რომლებიც ძალადობას ან არეულობას ახალისებს „კრიზისის პერიოდში“. ცვლილებები ეხება, მათ შორის, X-ს. გეგმის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს, Ofcom-ს, მეტი ძალაუფლება ექნება. კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები გლობალური შემოსავლის 10%-მდე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ზომებიც კი იქნას გამოყენებული. ასევე განიხილება „კრიზისული რეაგირების ჯგუფების“ შექმნა სოციალურ ქსელებში და პირდაპირი საკომუნიკაციო არხების არსებობა პოლიციასთან“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031