გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას, ასევე იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს

11-06-2026

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6.5%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გამორჩეული მდგრადობით ხასიათდება“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, დღეს საქართველოს აქვს მცირე, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკა, რომელიც შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილურად ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6.5%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გამორჩეული მდგრადობით ხასიათდება. გლობალური არასტაბილურობის, რეგიონული კონფლიქტების, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და მსოფლიო ეკონომიკის წინაშე არსებული არაერთი გამოწვევის ფონზე, ქვეყნის მიერ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიღწევაა. დღეს საქართველოს აქვს მცირე, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკა, რომელიც შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილურად ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას. ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას, ასევე იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს. როცა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო დონეზეც პოზიტიურ შეფასებას იღებს, ნიშნავს რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას“, - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930