გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი IAEA-ს საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს

11-06-2026

ავსტრიაში, ქ. ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ორგანიზებით, ადრეული შეტყობინების კონვენციისა და დახმარების კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენელთა მეცამეტე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი.


ღონისძიებაში 114 წევრი სახელმწიფოსა და 6 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.


მონაწილეები  საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებს, ინფორმაციის დროული გაცვლის პროცედურებს და მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდებს განიხილავენ.


ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ნინო უტიაშვილმა, შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მონაწილეებს საქართველოში ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები, დანერგილი თანამედროვე მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკა გააცნო. სააგენტოს უფროსმა  ისაუბრა იმ მხარდაჭერის შესახებაც, რომელიც საქართველომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან  (IAEA) მიიღო.


აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმაა სახელმწიფოებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930