გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სატყეო სკოლა 2026 დაიწყო

11-06-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო „სატყეო სკოლა 2026“ დაიწყო. საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო სკოლა“ VII–IX კლასის მოსწავლეებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტყის ეკოსისტემების, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.


პროგრამის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები ერთკვირიან საგანმანათლებლო ბანაკში მონაწილეობენ. სასწავლო პროცესი აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ საქართველოს ტყეებს, ბიომრავალფეროვნებას, კლიმატის ცვლილების გავლენას, ტყის მდგრად მართვასა და გარემოსდაცვით საკითხებს.


სატყეო სკოლის პირველი დღე პრაქტიკულ აქტივობებს დაეთმო. მონაწილეები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ტყეში უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის წესებს გაეცნენ; შეისწავლეს კოცონის უსაფრთხოდ დანთებისა და ჩაქრობის წესები; ინფორმაცია მიიღეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის და ტყეში უსაფრთხო ქცევის  მნიშვნელობის შესახებ.


„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ბუნება არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც შეისწავლონ. პირველივე დღეს მონაწილეები ტყეში გავიდნენ, სადაც შეისწავლეს ტყეში ქცევის წესები, უსაფრთხოების ნორმები, კოცონის სწორად დანთებისა და გამოყენების პრინციპები. ასეთი გამოცდილება მათ ეხმარება უკეთ გაიაზრონ ტყის მნიშვნელობა, პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ და ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის აუცილებლობა“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანმა.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა „სატყეო სკოლა“ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031