გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში

11-06-2026

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.


სსფ-ს ანგარიშის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აპრილის პროგნოზთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 6.5% შეადგინა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოსადმი ნდობა ასევე მზარდია და ჩვენს ქვეყანას ანალოგიურად აფასებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.


მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის სექტორული განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ასევე მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დინამიკაზე.


„რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის - როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკის შედეგად გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი წარმატების წელი, რაც უზრუნველყოფს წლის ბოლოს კიდევ ერთ წარმატებას ეკონომიკურ ზრდის მიმართულებით, გვექნება კიდევ უფრო მეტად ხელშესახები შედეგები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელშესახები შედეგები გვექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის და ამ კეთილდღეობის ზრდის მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930