გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა ჟორჟოლიანი: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება

11-06-2026

ნანა ჟორჟოლიანმა “ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება.


მან ამის შესახებ ტვ “პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პარტიის განახლებაში მონაწილეობას მიიღებს კმაყოფილი იქნება.


“მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება. ჯერ ერთი ძალიან სწორ მოდელს შექმნის გარე ველისთვის და გარეთ მყოფი ადამიანებისთვის და მერე ეს იდეა მხიბლავს. ჟურნალისტიკაში რაც გავაკეთე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტს ვეღარ გავაკეთებ, მეტი რესურსი აღარ არსებობს და თუ ამასაც მოვახერხებ, რომ ამ პარტიის განახლება და თავიდან აღმოცენება შესაძლებელი იქნება, ძალიან მომეწონება, რომ ამის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიქნები.”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031